ფოთში ხვალ ქეთევან წამებულის წმინდა ნაწილებს ჩამოაბრძანებენ
საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის მიერ წმინდანად შერაცხული ქეთევან დედოფლის ნეშტის ნაწილებს ხვალ ფოთის საკათედრო ტაძარში დააბრძანებენ. საღმრთო ლიტურღია პირველ საათზე დაიწყება. წმინდა ნაწილები საკათედრო ტაძარში 12 ნოემბრამდე იქნება დაბრძანებული და სიწმინდეებთან მიახლოება მრევლსაც შეეძლება.