ფოთში წმინდა ლაზარეს ხატი ჩამოაბრძანეს 01 10 18
ფოთში წმ. ლაზარეს ხატი ჩამოაბრძანეს. ხატი, ფოთის მაჟორიტარი დეპუტატის ირაკლი ხახუბიას, ინიციატივით, ბექა ხახუბიას სახელზე შეიქმნა, რომელიც ფოთისა და ხობის მიტროპოლიტის, გრიგოლის ლოცავა კურთხევით, ათონის ივერთა მონასტერში, ბერების მიერ დაიწერა. აღმაშენებლის ქუჩაზე, წმინდა ანდრია პირველწოდებულის ტაძრიდან საკათედრო ტაძრამდე მსვლელობა გაიმართა, სადაც ხატი დააბრძანეს, მსვლელობაში სამღვდელოების, ქალაქის ხელისუფლებისა და საზოგადოების წარმომადგენლები იღებდნენ მონაწილეობას. მარალყოვლადუსამღვდელოესმა გრიგოლმა საკათედრო ტაძარში ღვთისმსახურება აღასრულა და წმ. ლაზარეს მკვდრეთით აღგომაზე მის ღვაწლზე იქადაგა, რომელის ხატიც სიმბოლურად ჩამობრძანდა ჩვენს ქალაქში. მეუფე გრიგოლმაიქ მყოფნი და სრულიად საქართველო დალოცა.