სიახლე 

ღონისძიება ფოთის ხელოვნების სასწავლებელში 01 10 18

ფოთში, ნიკო ნიკოლაძისადმი მიძღვნილი საღამო, არჩილ ხორავას სახელობის სახელოვნებო სასწავლებლის ბაღში გაიმართა. კლასიკური მუსიკის კონცერტი, გამოჩენილი ქართველი პუბლიცისტისა და საზოგადო მოღვაწის დაბადებიდან 175 წლისა და ფოთის სანავსადგურო ქალაქად გამოცხადების 160 წლის იუბილესადმი მიძღვნილი ღონისძიებების ფარგლებში ჩატარდა. ღონისძიებას ფოთთან დაძმობილებული შვედეთის სამეფოდან, ოსტამარის ადმინისტრაციიდან ჩამოსული დელეგაცია ესწრებოდა. საღამოზე სიტყვით ქალაქის ხელისუფლებისა და სამღვდელოების წარმომადგენლები გამოვიდნენ, რომლებმაც ნიკო ნიკოლაძეს ცხოვრებასა და მოღვაწეობაზე ისაუბრეს. კლასიკური მუსიკის კონცერტში, სასწავლებლის წარჩინებული კურს დამთვრბულბი მზეჭაბუკ პაჭკორია, ლიკა ცაავა, თორნიკე სახოკია და თაკო გვასალია მონაწილეობდნენ.

მსგავსი სტატიები