სიახლე 

სამეგრელოს ნაკრებმა ჭადრაკში საქართველოს ვიცე-ჩემპიონის ტიტული მოიპოვა 01 10 18

ბათუმში, სამეგრელოს რეგიონის მოჭადრაკეთა ბრწყინვალე შედეგით დასრულდა საქართველოს რეგიონული მოსწავლეთა გუნდური ჩემპიონატი ჭადრაკში. ჩვენი რეგიონის ნაკრებმა საქართველოს ვიცე-ჩემპიონის ტიტული მოიპოვა! სამეგრელოს რეგიონის გუნდი შემდეგი შემადგენლობით ასპარეზობდა: გიორგი ნაყოფია, მაია ბეჭვაია, აკაკი ყალიჩავა, ელენე წოწონავა, თეიმურაზ კვიკვინია, ლიზი ფოჩხუა, კახაბერ კიზირია, ანა სანიკიძე. გუნდის კაპიტანი – დიმიტრი კვარაცხელია. გუნდის მწვრთნელი – ირაკლი გეთია. გამარჯვება თბილისის გუნდმა მპიპოვა. III აგდილზე კი – იმერეთის მოჭადრაკეები გავიდნენ. ჩვენი მოჭადრაკეები  ლეგენდარულმა ქართველმა მოჭადრაკეებმა: ნონა გაფრინდაშვილმა, მაია ჩიბურდანიძე, ნანა ალექსანდრიამ, ნანა იოსელიანმა დააჯილდოვეს . საქართველოს ჩემპიონატის მონაწილეები ასევე მსოფლიო საჭადრაკო ოლიმპიადას დაესწრნენ .

მსგავსი სტატიები