ფაროსანასთან ბრძოლის მეთოდები
აზიურ ფაროსანასთან ბრძოლის მიზნით2018 წელს კომპლექსური ღონისძიებები განხორციელდება. ამის შესახებ სოფლის მეურნეობის მინისტრმა სურსათის ეროვნული სააგენტოს იმ სპეციალისტებთან შეხვედრაზე, განაცხადა, რომლებიც ფაროსანასთან ბრძოლის ღონისძიებებში იყვნენ ჩართულნი. ლევან დავითაშვილმა აზიურ ფაროსანასთან ბრძოლის კუთხით 2017 წელს განხორციელებული ღონისძიებები შეაფასა და აღნიშნა, რომ გასული წლის გამოცდილების გათვალისწინებით დაიგეგმა და განხორციელდება მავნებლის საწინააღმდეგო შემდგომი ნაბიჯები.მისი თქმით განხორციელდება საველე სამუშაოები სპეციალისტების ჩართულობით, გაგრძელდება მუშაობა სამეცნიერო მიმართულებით, ასევე მოსახლეობის ინფორმირებულობის კუთხითაც.

