სიახლე 

ქართველი მოგზაურის ვიზიტი ფოთის იახტკლუბში 5 10 18

რამდენიმე დღის წინ ფოთის ნავსადგურს, ქართველი მოგზაური, გიორგი ვადაჭკორია, შვედეთის წარმოების, საოკოანო საცურაო აფრიანი ნავით, 48 ფუტიანი ჰაიდელ გრასით მოადგა. მან მსოფლიოს ირგვლივ მოგზაურობის სტარტი 2 აგვისტოს პორტუგალიის ქალაქ ლაგოშიდან, თავის შვილთან, ლუკა ვადაჭკორიასთან ერთად აიღო და საქართველოში მოსვლამდე 2750 საზღვაო მილი გაიარა.  ქართველი მოგზაურის თქმით ისეთი ტრადიციების მქონე ქალაქში, როგორიც ფოთია იახტკლუბის არსებობა აუცილებლობას წარმოადგენს და ფოთის იახტკლუბის უფროსის, მიშა კილასონიას დახმარება რომ არა ის პორტში საერთოდ ვერ შემოვიდოდა.  გიორგი ვადაჭკორიას თქმით, მოგზაურობის გარკვეულ ეტაპზე, ფოთის იახტკლუბის წევრი, ირაკლი ყურაშვილი გაუწევს მეგზურობას. ის სტარტს ფოთიდან, უახლოეს დღეებში აიღებს და მოგზაურობა ორ წლამდე გასტანს.

მსგავსი სტატიები