სიახლე 

ფოთის “კოლხეთი1913” “ჩიხურასთან” დამარცხდა 5 10 18

დღეს ფოთის პარკი არენაზე, საქართველოს ჩემპიონატის მორიგი კალენდარული მატჩი ფეხბურთში გაიმართა. ფოთის „კოლხეთმა“ საჩხერის „ჩიხურას“ უმასპინძლა. თამაში სტუმრების უპირატესობით დაიწყო და მათ მეტოქის კარში გოლი მესამე წუთზე გაიტანეს. „ჩიხურამ“ უპირატესობა მატჩის ბოლომდე შეინარჩუნა და საბილოოდ „კოლხეთი“ ანგარიშით 1:0 დამარცხდა. ფოთის „კოლხეთი“ სატურნირო ცხრილში ბოლო ადგილზეა და უმაღლესი ლიგის დატოვების საშიშროების წინაშე დგას

მსგავსი სტატიები