პეტრე კოლხის პოეზიის საღამო ფოთში 12 10 18
პეტრე კოლხის პოეზიის საღამო ფოთში 11 ოქტომბერს ქალაქ ფოთში, სახელოვნებო ცენტრის ბაღში დეკანოზ პეტრე კვარაცხელიას პოეზიის საღამო გაიმართა. პეტრე კოლხი, დამსწრე საზოგადოების წინაშე საკუთარი ლექსებით წარსდგა. ღია ცის ქვეშ გამართულ საღამოზე სასულიერო სკოლის მოსწავლეებმა პოეტის ლექსები წაიკითხეს, დასასრულს კი იქ მყოფმა სასულიერო პირებმა და მამა პეტრეს მეგობრებმა, მის შემოქმედებასა და ღვაწლზე ისაუბრეს. მამა პეტრეს თქმით, სამეგრელოში სტუმრობა, საიდანაც აღმოცენდა ქართული კულტურა და ღირებულებები მისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია. „მადლობა არსთა გამრიგეს, იმისათის, რომ ამ შეჭირვების ჟამს გვილამაზებს ცხოვრებას და გვაძლევს საშუალებას და უნარს, ერთმანეთს სიცოცხლე გავულამაზოთ და ერთმანეთს შევეხიდოთ იმ რთულ პერიოდში, როცა თითქოს გამოსავალი არ ჩანს.“ – არნიშნა მამა პეტრემ. ღონისძიება ქალაქის ხელმძღვანელობისა და საბიბლიოთეკო გაერთიანების ინიციატივითა და ორგანიზებით ჩატარდა.