იუსტიციის სახლში აქცია პირველ იანვრამდე გაგრძელდება 11 10 18
იუსტიციის მინისტრის ბრძანებით, პირადობის მოწმობის უფასოდ გაცემის აქცია 2019 წლის 1 იანვრამდე გაგრძელდება. აქციის ვადის გაგრძელებასთან დაკავშირებით ფოთის იუსტიციის სახლის უფროსს, ნინო ხარჩილავას გავესაუბრეთ, მისი თქმით, აქციის ფარგლებში საფასურის გადახდისგან თავისუფლდებიან: საქართველოს ის მოქალაქეები, ვის სახელზეც 2018 წლის 1 მარტამდე გაცემული არ იყო პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი; არასრულწლოვნები, რომელთაც 1 იანვრამდე უსრულდებათ 18 წელი; მოქალაქეები, რომელთა პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტების ფოტოსურათები გამოუსადეგარია და ის პირები, რომლებიც რეგისტრირებული არიან საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიაზე. აქციის ფარგლებში, პირადობის დამადასტურებელი მოწმობა უკვე 98 246-მა მოქალაქემ მიიღო. აქციით სარგებლობა პირს მხოლოდ ერთხელ შეუძლია.