დიანა ლომაიამ საჭადრაკო ოლიმპიადაზე იასპარეზა 15 10 18
ფოთის ჭადრაკის ისტორიაში უპრეცედენტო ფაქტი დაფიქსირდა! 43-ე მსოფლიო საჭადრაკო ოლიმპიადაზე რომელიც ქ. ბათუმში 23 სექტემბრიდან 5 ოქტომრის ჩათვლით ჩატარდა, მონაწილეობა ფოთის საჭადრაკო კლუბი “ნანა”-ს მოსწავლემ, 13 წლის დიანა ლომაიამ მიიღო. მსოფლიოს უდიდეს საჭადრაკო ღონისძიებაში 185 ქვეყნის ყველა ტოპ მოჭადრაკე მონაწილეობდა. დიანამ 4 პარტია უძლიერეს ქალებთან ითამაშა და 2 ქულის აღება შესძლო. მას ასევე რეიტინგი 20 პუნქტით მოემატა. ის 19-30 ოქტომბერს საბერძნეთში მსოფლიოს კადეტთა ჩემპიონატზე მონაწილეობას მიიღებს.