ფოთში ვაშაძის საარჩევნო ბანერი დააზიანეს 16 10 18
ფოთში ნაციონალური მოძრაობის ადგილობრივი ორგანიზაციის წევრებს, ოფისის წინ გაკრული პრეზიდენტობის კანდიდატის საარჩევნო პლაკატი, დილით შელახული დახვდათ. ბანერი დაუდგენელმა პირებმა სავარაუდოდ გვიან ღამით დააზიანეს. პარტიის საქალაქო ორგანიზაციის თავმჯდომარემ, დარეჯან ცხვიტარიამ აღნიშნულ ფაქტს ვანდალური უწოდა და პასუხისმგებლობა ხელისუფლებას დააკისრა. ცნობისათვის,გაერთიანებული ოპოზიციის ,,ძალა ერთობაშია,,-ს საპრეზიდენტო კანდიდატის, გრიგოლ ვაშაძის საარჩევნო პლაკატის დააზიანების ფაქტი, საქართველოს მასშტაბით დღეს მასიურად დაფიქსირდა.