ღია კარის დღე ფოთის საზოგადოებრივ კოლეჯში 17 10 18
სსიპ საზოგადოებრივ კოლეჯში ღია კარის დღე გაიმართა. დღეს სსიპ – საზოგადოებრივ კოლეჯ „ფაზისში“ პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებზე სწავლების მსურველთათვის ღია კარის დღე გაიმართა, რომელიც კოლეჯის ადმინისტრაციის ორგანიზებით ჩატარდა საზოგადოებრივი კოლეჯი ,,ფაზისი “ ახალ სასწავლო წელს სხვადასხვა სიახლეებით იწყებს. მას ტურიზმის, ხელოვნების, ბიზნესის ადმინისტრირებისა და საინჟინრო მიმართულებებთან ერთად, თევზის მრეწველობასთან დაკავშირებით, სამი ახალი პროგრამა დაემატა. აქ მსურველებს შეუძლიათ ისეთ საჭირო სპეციალობებს დაეუფლონ როგორიცაა: ფერმერობა-მეთევზეობაში, თევზის გადამუშავება და ლაბორატორიული საქმე მეთევზეობაში. აღნიშნული პროგრამა „ათასწლეულის გამოწვევის“ საგრანტო პროექტის ფარგლებში ხორციელდება. ,,ფაზისი“ერთადერთი პროფესიული სასწავლო დაწესებულებაა ფოთში, რომელიც უახლესი მატერიალურ-ტექნიკური ბაზითაა აღჭურვილი. კოლეჯი ავტორიზებულია და ადაპტირებულია სსმპ და შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებზე, არსებობს პანდუსები, ლიფტი და ადაპტირებული სველი წერტილები. საზოგადოებრივ კოლეჯში გამართულ ღია კარის დღეზე, აპლიკანტებს მიეწოდათ ინფორმაცია პროფესიული ტესტირებისა და ჩარიცხვის შემდგომი პროცედურების, დაფინანსების მოპოვებისა და სხვა საინტერესო დეტალების შესახებ. ისინი გაეცნენ კოლეჯის პროფილს, პროგრამებს, აუდიტორიებსა და სახელოსნოებს. სსიპ – საზოგადოებრივ კოლეჯ „ფაზისში“ პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებზე ჩასარიცხად რეგისტრაცია 19 ოქტომბრის ჩათვლით გრძელდება. მიღება ასევე გამოცხადებულია ხობის ფილიალშიც. ,,ფაზისი“ პროფესიული განათლებით დაინტერესებულ პირებს 6-დან 22 თვემდე ვადაში ახალი პროფესიის შეძენის, ან ძველ პროფესიაში ცოდნის გაღრმავების, ასევე 60-მდე პარტნიორ ბიზნეს კომპანიაში დასაქმების შანსს აძლევს.