გენდერი და პოლიტიკა” -დისკუსია ფოთში 17 10 18
ქალის როლი პოლიტიკაში, გენდერი და არჩევნები_ ამ თემაზე დღეს ფოთში დისკუსია გაიმართა. შეხვედრას პოლიტიკური პარტიების, არასამთავრობო სექტორის, მედიის წარმომადგენლები და გენდერული საბჭოს წევრები ესწრებოდნენ. ორგანიზატორების განცხადებით დისკუსის მიზანი , საზოგადოების ნენბისმიერი ფენის გენდერული ცნობიერების ამაღლება და პოლიტიკური პარტიების მოტივირება იყო. შეხვედრა „ჟურნალისტთა ქსელი გენდერული თანასწორობისთვის“ ფოთის მედია ცენტრის ორგანიზებით და საარჩევნო სისტემების საერთაშორისო ფონდის ფინანსური მხარდაჭერით გაიმართა