19 ოქტომბერს ფოთში ნიკოლაძის საიუბილეო დასკვნითი ღონისძიება გაიმართება 17 10 18
ნიკო ნიკოლაძის დაბადებიდან 175 წლისთავთან დაკავშირებით, 19 ოქტომბერს ნიკოლაძის განახლებული კოშკი საზეიმო ვითრებაში გაიხნება. როგორც მერის მოადგილემ გიორგი ფარეშიშვილმა განაცხადა, ღონსძიების ფაეგლებში, მთელი დღის მანძილზე ქალაქის ტერიტორიაზე სხვადასხვა სახის აქტივობები ჩატარდება. ასევე ცენტრალურ პარკში 2 საათიდან ფესტივალი „ფუძეობის“ აღნიშვნა დაიწყება. ღონისძიება საღამოს გრანდიოზული კონცერტით დასრულდება. მაყურებლის წინაშე ადგილობრივი შემოქმედებითი ჯგუფების შემდეგ, მომღერლები ლელა წურწუმია და მაკა ზამბახიძე წარსდგებიან.