სიახლე 

ფოთში სადარაჯო ხომალდების საქართველოსთვის გადმოცემის ცერემონია გაიმართა 18 10 18

პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ და ვიცე-პრემიერმა, შინაგან საქმეთა მინისტრმა გიორგი გახარიამ გახსნეს. მამუკა ბახტაძემ სიტყვით გამოსვლისას, განაცხადა, რომ ეს ნაბიჯი ხაზს უსვამს აშშ-ის მხრიდან საქართველოსა და მთლიანად შავი ზღვის რეგიონში უსაფრთხოებისა და სტაბილურობის ურყევ მხარდაჭერას. ახალი ხომალდების ეკიპაჟის წევრებმა, საქართველოს სასაზღვრო პოლიციის სანაპირო დაცვის დეპარტამენტის თანამშრომლებმა გადამზადების სპეციალური, 10-კვირიანი პროგრამა ამერიკის შეერთებულ შტატებში, ბალტიმორის ბაზაზე გაიარეს. ცერემონიას საქართველოს მთავრობის წევრები, შინაგან საქმეთა სამინისტროს, აშშ-ის საელჩოს, ნატოს სამეკავშირეო ოფისის, ასევე, საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები და სხვადასხვა ქვეყნის თავდაცვის ატაშეები ესწრებოდნენ.

მსგავსი სტატიები