ფოთში ნიკოლაძის 175-ე წლის იუბილე აღნიშნეს 19 10 18
ფოთში, დიდი პოლიტიკოსისა და საზოგადო მოღვაწის, ნიკო ნიკოლაძის დაბადებიდან 175-ე წლის საიუბილეო თარიღის აღნიშვნა, საკრებულოს სხდომათა დარბაზის გახსნის ცერემონიით დაიწყო, რომელსაც ნიკო ნიკოლაძის სახელი მიენიჭა. საზეიმო ცერემონიაზე მოხსენებით, კოლხური კულტურის მუზეუმის დიექტორი, ელენე გაბლიანი და პროფესორი, ნიკო ნიკოლაძის მკვლევარი, დალი ჩიკვილაძე გამოვიდნენ. ადგილობრივი ხელისუფლების და საზოგადოების წარმომადგენლებმა ნიკოლაძის ძეგლი გვირგვინით შეამკეს. გამოსვლელბმა ნიკოლაძის მოღვაწეობაზე ისაუბრეს და მის ფენომენალურ პიროვნებაზე გაამახვილეს ყურადღება. გაიხსნა რეაბილიტირებული ნიკოლაძის კოშკი, სადაც მისი პირადი ნივთები და საოჯახო სურათებია განთავსებული. ცერემონიას ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად, ფოთის მაჟორიტარი დეპუტატი ირაკლი ხახუბია და მეუფე გრიგილი დაესწრნენ. ღონისძიებაზე ფოთის საპატიო მოქალაქის წოდება, კოლხური კულტურის მუზეუმის დირექტორს, ელენე გაბლიანს მიანიჭეს.