ფოთელი მორაგბეები ასპინძის გუნდთან დამარცხდნენ 22 10 18
ფოთში, პარკი არენაზე, საქართველოს ეროვნული ჩემპიონატის პიველი ლიგის სეზონის მესამე კალენდარული მატჩი გაიმართა, სადაც ფოთელმა „ კოლხმა რაინდებმა“ სამცხე ჯავახეთის გუნდს „ტაოს“ უმასპინძლა. შეხვედრა დაძაბულ ბრძოლაში მიმდინარეობდა, პირველი ტაიმი „კოლხი რაინდების“ უპირატესობით დასრულდა, თუმცა მეორე ტაიმის უკანასკნელ წუთზე მათ ვერ შეძლეს მეტოქის შეჩერება და სტუმრებმა ლელოს დადება მოახერხეს. საბოლოოდ ფოთელები ანგარიშით 20:22 დამარცხდნენ. შემდეგი თამაში 27 ოქტომბერს პარკი არენაზე გაიმართება, სადაც „კოლხი რაინდები“ ოზურგეთის გუნდას უმასპინძლებს.