ქართული ფოლკლორის ამაგდარ იროდი ტიკარაძეს იუბილე 22 10 18
ქართული ფოლკლორის ამაგდარმა იროდი ტიკარაძემ,მეუღლესთან მაყვალა ჯინაშვილთან თანაცხოვრობის ნახევარი საუკუნე აღნიშნა. ანსამბლ „ფაზისის“ წევრებმა და ახლობლებმა მათ სიყვარულითა და ურთირთპატივისცემით გავლილი წლების იუბილე მიულოცეს. მერის მოადგილემ გიორგი ფარეშიშვილმა, ღირსების ორდენოსანსა და ხელოვნების ქურუმს, ნიკო ნიკოლაძის 175 წლისადმი მიძღვნილი საიუბილეო მედალიონი საზეიმოდ გადასცა. ხელოვნების ქურუმის მეუღლე, მაყვალა ჯინაშვილიც ლოტბარია,ის მე-9 საჯარო სკოლის ვოკალურ გუნდს 20 წელი ხელმძღვანელობდა. ბატონმა იროდი ტიკარაძემ გაიხსენა სტუდენტობის პერიოდი,როდესაც მომავალი მეუღლე პირველად ნახა. მისი თქმით მეუღლის დანახვაზე ახლაც ისე უცემს გული როგორც სიყმაწვილეში.