სიახლე 

ფოთში საქართველოს ღია ჩემპიონატის დასკვნითი ეტაპი ნიჩბოსნობაში გაიმართა 22 10 18

ფოთში, 20-21 ოქტომბერს მდინარე კაპარჭინაზე საქართველოს ღია ჩემპიონატის დასკვნითი ეტაპი ნიჩბოსნობაში გაიმართა. ჩემპიონატი ნიჩბოსნობის ეროვნული ფედერაციის ორგანიზებით მიმდინარეობდა. შეჯიბრში საასპარეზოდ გოგონათა და ვაჟთა გუნდები მონაწილეობდნენ. ბიჭებს შორის შეჯიბრი ერთ ადგილიანი, ორ ადგილიანი, ოთხ ადგილიანი და ერთ ადგილიანი საზღვაო კლასის ნავით ჩატარდა, ხოლო გოგონათა შორის ერთ ადგილიანი და ორ ადგილიანი წყვილმოსასმელიანი ნავებით გაიმართა. საქართველოს ღია ჩემპიონატში 1999-2005 წლებში დაბადებული ნიჩბოსნები მონაწილეობდნენ. ასპარეზობა 500, 1000, 1500 და 2000 მეტრიან დისტანციაზე გაიმართა. წელს ღია ჩემპიონატით დასრულდა საჯიბრო და მოსამზადებელი სეზონი. ზამთრის სეზონიოსთვის სპორტსმენები დარბაზში გადაინაცვლებენ, სადაც შეჯიბრებები ფიზიკურ მომზადებაში, სპეციალური ტრენაჟორებით გაიმართება.

 

 

მსგავსი სტატიები