ტრიხოლკუს გრანდი – ფაროსანას შესაძლო ბუნებრივი მტერი 25 10 18
ტრიხოლკუს გრანდი – აზიური ფაროსანას შესაძლო კიდევ ერთი ბუნებრივი მტერი აზიური ფაროსანას წინააღმდეგ ბრძოლის პროცესში ბიოლოგიური მტრის შესწავლა გრძელდება. სურსათის ეროვნული სააგენტოს ხელმძღვანელის მოადგილე განმარტავს, რომ აღმოჩენილია კიდევ ერთი მწერი – ტრიხოლკუსის გვარის, მწერი საქართველოში გავრცელებული სახეობაა, ის ბაღლინჯოს კვერცს აპარაზიტებს. ზურაბ ლიპარტიას თქმით, ამ ეტაპზე მხოლოდ ერთეული შემთხვევებია დაფიქსირებული, თუმცა სოფლის მეურნეობის სამეცნიერო ლაბორატორიაში იკლვლევენ, რამდენად შესაძლებელია მწერის ხელოვნურად გამრავლება და ამისთვის შესაბამისი ლაბორატორიული აპარატურაც უკვე შეიძინეს. ლიპარტია აქვე აცხადებს, რომ ამ ეტაპზე აზიურ ფაროსანასთან ბრძოლის პროცესში ქიმიური წამლობა რჩება ბრძოლის ერთ-ერთ ყველაზე აქტიურ საშუალებად.