თეზო ბარამიძის სახელობის თასის გათამაშება ფოთში 26 10 18
ორი დღის მანძილზე, ნანა ალექსანდრიას სახელობის ჭადრაკისა და შაშის სასპორტო სკოლის დარბაზში, ქალაქ ფოთის პირველობა თენგიზ ბარამიძის სახელობის თასზე მიმდინარეობდა. შეჯიბრში საჯარო და ფიზიკა მათემატიკის სკოლების მოსწავლე გოგონათა და ვაჟთა შორის გაიმართა შაშის გათამაშებაში სულ 96 მონაწილე გამოვიდა. პირველ, მეორე და მესამე ადგილზე გასულ მოთამაშეებს თასები, მედლები და დიპლომები გადაეცათ. საპრიზო ადგილების გადანაწილების შემდეგ, გათამაშებაში გამოცხადებულ სამ ნომინაციაში საუკეთესო პარტიისთვის, ლამაზი დაბოლოებისთვის და საუკეთესო კომბინაციისთვის, გამარჯვებულები დაასახელეს და ჯილდოები გადასცეს. გოგონათა შორის პირველი ადგილი დაიკავა ფოთის შპს ,,ფიზიკა მათემატიკის’’ სკოლის მოსწავლემ მარიამ რეხვიაშვილმა, მეორე საპრიზო ადგილი მოიპოვა N15 საჯარო სკოლის მოსწავლემ მეგი ბასილაიამ, ხოლო მესამე ადგილის მფლობელი გახდა N12 საჯარო სკოლის მოსწავლე ქეთევან მატარაძე. ვაჟთა შორის პირველობა არავის დაუთმო N11 საჯარო სკოლის მოსწავლემ თორნიკე ხარებავამ, მეორე საპრიზო ადგილი მოიპოვა N3 საჯარო სკოლის მოსწავლემ ლუკა კოდუამ, ხოლო მესამე საპრიზო ადგილი მოიპოვა N1 საჯარო სკოლის მოსწავლემ რომან ბაზაძემ. საპრიზო ადგილებზე გასული მოსწავლეები დაჯილდოვდნენ თასებით, დიპლომებითა და მედლებით. აგრეთვე პირველობაზე დაწესებული იყო თასები: ავნერ ფეიდერის სახელობის თასი საუკეთესო კომბინაციისათვის, რომელიც გადაეცა N12 საჯარო სკოლის მოსწავლეს ქეთევან მატარაძეს. თამაზ ბარამიძის სახელობის თასი საუკეთესო პარტიისთვის მოიპოვა N15 საჯარო სკოლის მოსწავლემ მეგი ბასილაიამ, ხოლო ზურაბ თოფურიას სახელობის თასი ლამაზი დაბოლოებისთვის მოიპოვა N4 საჯარო სკოლის მოსწავლემ ანა შეწირულმა. შაშის გათამაშება, თენგიზ ბარამიძეს სახელობის თასზე, ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მერიის სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის ხელმძღვანელობით ჩატარდა.