ფოთელი რაგბისტები ოზურგეთის გუნდთან დამარცხდნენ 27 10 18
პარკი არენაზე, საქართველოს ეროვნული ჩემპიონატის პირველი ლიგის მორიგი კალენდარული მატჩი გაიმართა, სადაც ფოთის „კოლხმა რაინდებმა“ ოზურგეთის „არწივებს“ უმასპინძლეს. შეხვედრა დაძაბულ ვითარებაში მიმდინარეობდა. მატჩი არწივების გამარჯვებით ანგარიშით, 26:19 დასრულდა. როგორც „კოლხი რაინდების“ მთავარი მწვრთნელი, ბაჩო ჩაჩავა აცხადებს, გუნდის წაგება, შესაბამისმა ფინანსურმა პრობლემებმა განაპირობა. მისი თქმით, წამყვანმა მორაგბეებმა გუნდი შეუსაბამო პირობების გამო დატოვეს. ხოლო სკოლას მათი დაბრუნების ან სხვა მორაგბეებით ჩანაცვლების რესურსი არ გააჩნია.