სიახლე 

არჩევნების შედეგები ფოთში , ცესკოს მონაცემები 29 10 18

2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნების პირველი ტური დასრულდა. ცენტრალური საარჩევნო კომისიის ოფიციალური მონაცემებით, ფოთში გაერთიანებული ოპოზიცია „ძალა ერთობაშიას“ ლიდერმა გრიგოლ ვაშაძემ გაიმარჯვა. ფოთის 32 საარჩევნო უბნიდან 21-თ უბანში გრიგოლ ვაშაძე ლიდერობს, ხოლო დარჩენილ 11 უბანში სალომე ზურაბშვილი. ვაშაძემ მმართველი გუნდის კანდიდატს, სალომე ზურაბიშვილს 972 ხმით გაუსწრო. საერთო ჯამში ვაშაძემ 6 775 , ხოლო ზურაბიშვილმა 5 803 ხმა მოიპოვა. საპრეზიდენტო არჩევნების პირველი ტურის საბოლოო შედეგებში, პირველი ხუთეული ასე გამოიყურება: N5 გრიგოლ ვაშაძე 39,82%; N48 სალომე ზურაბიშვილი 34,11%; N2 დავით ბაქრაძე 12,73%; N10 შალვა ნათელაშვილი 5,11%; N21 კახა კუკავა 2,26%; ფოთში, საპრეზიდენტო არჩევნებში სულ 17 773 ადამიანმა მიიღო მონაწილეობა, რაც საერთო ამომრჩევლის 42,98%-ია.

მსგავსი სტატიები