სიახლე 

ფოთელი პენსიონერი 60 წელია ეგზოტიკურ თევზებს ამრავლებს 1 11 18

9 აპრილის ხეივანზე 73 წლის მარტოხელა პენსიონერი მიხაილ სპირიდონოვი ცხოვროვს. ის აკვარიუმის თევზებს ამრავლებს. ამბობს რომ ამ საქმიანობით ბავშობიდანაა დაკავებული.გულდაწყვეტით იხსენებს იმ პერიოდს, როდესაც 20-ზე მეტი სახეობის წყლის ბინადარს უვლიდა. ამჯერად, კი უსახსრობის და ჯამრთელობის მდგომარეობის გამო მხოლოდ 5-მდა სახეობა ჰყავს. ორ ოთახიან ბინაში მარტო ცხოვრობს. მას უკრაინაში მცხოვრები ქალიშვილი ყოველდღე ტელეფონით ეკონტაქტება და მასთან გადასვლას სთავაზობს, თუმცა როგორც თავად ამბობს, საქართველოდან წასვლა უჭირს რადგან აქ დაიბადა.

მსგავსი სტატიები