ფოთელმა 16 წლამდე მორაგბეებმა ქუთაისელი თანატოლები დაამარცხეს 1 11 18
დღეს, პარკი არენაზე საქართველოს ჩემპიონატის, B ლიგის მორიგი კალენდარული მატჩი გაიმართა. ერთმანეთს, ფოთის ,,კოლხი რაინდები’’ და ქუთაისის „არესი“ დაუპირისპირდა. თამაში 16 წლმდე მორაგბეებს შორის დაძაბულ ბრძოლაში ფოთელთა აშკარა უპირატესობით მიმდინარეობდა. მატჩი კოლხი რაინდების გამარჯვებით, ანგარიშით 45-00 დასრულდა. ფოთის გუნდი, ამ ასაკის მორაგბეებს შორის ერთ ერთი ლიდერი გუნდია. საქართველოს ჩემპიონატის პირველი წრე დასრულდა, სადაც რვა საუკეთესო გუნდი გამოვლინდა, რომლებიც საქართველოს ჩემპიონობისთვის იბრძოლებენ.