სიახლე 

სწორი წამლობთ მიღებული თხილის კარგი მოსავალი სოფელ ცხემლისხიდში 2 11 18

სწორი წამლობის შედეგად მიღებული თხილის კარგი მოსავალი სოფელ ცხემლისხიდში.აზიური ფაროსანას ზიანი გურიის რეგიონში ერთ-ერთი გამორჩეული იყო, სოფელ ცხემლისხიდის მკვიდრი მურთაზ სიხარულიძე ამბობს, რომ მას თხილის პლანტაცია 1.2 ჰექტარზე აქვს გაშენებული. 15 წლიანი თხილის ბაღში გასულ წელს მოსავალი გაზაფხულის ყინვების გამო ვერ მოიწია, წელს კი შედარებით უკეთესი ამინდების, სწორი აგრო ტექნიკური სამუშაოების ჩატარებისა და წამლობის შედეგად, ფერმერმა 1 800 კილოგრამი მოსავალი მიიღო. ამ რეგიონში, ადგილობრივები თხილის მოსავლის გაფუჭებას, ძირითადად აზიურ ფაროსანას აბრალებდნენ, თუმცა მურთაზ სიხარულიძე თვლის,რომ ხარისხანი მოსავლის მისაღებად წამლობა აუცილებელია, როგორც მავნებლის, ისე სოკოვანი დაავადებებეის და ნაცარის წინააღმდეგ.

მსგავსი სტატიები