ამერიკელი მედია ექსპერტი ფოთში მედიის და არასამთავრობოების წარმომადგენლებს შეხვდა 2 11 18
ამერიკელი მედია ექსპერტი, ბრაიან გრინი დაგეგმილი შეხვედრების ფარგლებში, ფოთში მედია საშუალებების წარმომადგენლებს, არასამთავრობო და სათემო ორგანიზაციებს და იმ სკოლის მოსწავლეებს შეხვდა, რომლებიც ფლექსის პროგრამაში აქტიურად მონაწილეობენ. მედია ექსპერტის საქართველოში ჩამოსვლის მიზანი, ადგილობრივი თვითმმართბველობის კომუნიკაციის გაძლიერებაა. ამასთან დაკავშირებით ბრაიან გრინმა თბილისში, ქუთაისში, ბათუმსა და ფოთში განცხადებები გააკეთა. მან ისაუბრა იმ მეთოდებზე, თუ როგორ უნდა ეკონტაქტონ, სახელმწიფო მოხელეებმა, მოქალაქეებს, მედიის, სოციალური ქსელის თუ შეხვედრების სახით. კონფერენცია არასამთავრობო ორგანიზაცია „დიოსკურიას“ ოფისში გაიმართა.