ფოთის თეატრი ლიეტუვაში გასტროლებისთვის ემზადება 2 11 18
ვალერიან გუნიას სახელობის დრამატული თეატრი გასტროლებისთვის ემზადება.ფოთელი მსახიობები ლიეტუვაში, ალიტუსის საერთაშორისო ფესტივალზე მიემგზავრებიან. სადაც დრამატული სპექტაკლით „ყვითელ დღეები“ და მარიონეტული სპექტაკლით „ნაცარქექია“ წარსდგებიან მაყურებლის წინაშე. ქართული ხალხური ზღაპრის მიხედვით შექმნილი სპექტაკლი „ნაცარქექია“, ფოთის თეატრში შარშან ბახვა წერედიანის რეჟისორობით დაიდგა. დღეს კი, ფოთელი მსახიობები რეპეტიციებს აქტიურად გადიან. შეგახსენებთ, რომ ფოთის თეატრი, თითქმის ერთი წელია ავარიულ, მდგომარეობაშია, რის გამოც თეატრის დასი, საკუთარ სცენაზე სპექტაკლებს ვერ დგამს.