სიახლე 

15 ნოემბრამდე დასავლეთ საქართველოში წვიმიანი ამინდი შენარჩუნდება 13 11 18

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამსახურის სინოპტიკური სამმართველოს ინფორმაციით 15 ნოემბრამდე, დასავლეთ საქართველოს ზოგიერთ რაიონში, მოღრუბლული ამინდი შენარჩუნდება, მათ შორის ფოთი-ყულევის სანაპირო ზოლზე უმნიშვნელო ნალექი, დროგამოშვებით ელჭექი იქნება. დღისით ჰაერის ტემპერატურა +15 +17 გრადუსი, ღამით +9 +11 გრადუსი დაფიქსირდება. 14 ნოემბერს ცვალებადი ქარი იქროლებს 6-11 მ/წმ სიჩქარით, საღამოს სამხრეთ-დასავლეთის ქარი დაუბერავს 10-15მ/წმ-ში. დილით სამხრეთ-აღმოსავლეთის ქარი 8-13მ/წმ სიჩქარით. ზღვის ღელვა დღე-ღმის განმავლობაში 3-4 ბალი დაფიქსირდება, ტალღის სიმაღლე კი 50-140სმ. მოსალოდნელია ცვალებადი მოღრუბლულოდა, დღისით უმეტესად უნალექოდ, ღამით ხანმოქლე წვიმა. ჰაერის ტემპერატურა კი დღისით: +14 ° +16 °; ღამით: + 8° +10 იქნება. ფოთში 15 ნოემბერს მოსალოდნელია ცვალებადი ქარი, რომლის სიჩქარე წამში 20 მეტრი იქნება, დღის მეორე ნახევარში დასავლეთის ქარი წამში 18 მეტრი სიჩქარით დაქროლავს. ზღვის ღელვა 3 ბალი, ტალღის სიმაღლე კი სავარაუდოდ 50-110 სმ იქნება, დღის მეორე ნახევარში და საღამოს 3-4 ბალი(100-230სმ) დაფიქსირდება. დღის განმავლობაში მოსალოდნელია კოკისპირული წვიმა, საღამოს კი დროგამოშვებით წვიმა. ჰაერის ტემპერატურა დღისით: +11°; ღამით კი +8° იქნება

მსგავსი სტატიები