“ნაციონალური მოძრაონის” ბრიფინგი ფოთში 14 11 18
ფოთში „ნაციონალები“ მმართველ გუნდს არჩევნების გაყალბების მცდელობაში ადანაშაულებენ ფოთში, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ადგილობრივი ორგანიზაციის თავმჯდომარემ, დარეჯან ცხვიტარიამ ბრიფინგი გამართა. მისი განხდებით, „ქართული ოცნება“ საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურის გასაყალბებალად ყველანაირ ხერხს მიმართავს. როგორც ის ამბობს, ხდება საჯარო რესურსის გამოყენება, ასევე ადგილი აქვს ამომრჩევლის მოსყიდვის ფაქტებს. „ქართული ოცნების“ საარჩევნო შტაბში უარყოფენ ოპოზიციის ბრალდებებს. როგორც პარტიის ადგილობრივი ორგანიზაციის თავმჯდომარე, ირაკლი კაკულია აცხადებს , ეს არის აგონიაში მყოფი ოპოზიციის განცხადება, რადგან საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში სალომე ზურაბიშვილის გამარჯვება გარდაუვალია.