სიახლე 

ხობელი მოჭიდავე ნუგზარ წურწუმია მსოფლიო ჩემპიონი გახდა 14 11 18

ხობელი მოჭიდავე ნუგზარ წურწუმია მსოფლიო ჩემპიონი გახდა. მან რუმინეთის დედაქალაქ ბუქარესტში მიმდინარე ბერძნულ-რომაული სტილით ჭიდაობის მსოფლიოს 23-წლამდელთა ჩემპიონატზე 55 კილოგრამ წონით კატეგორიაში წარმატებით იასპარეზა. ქართველმა სპორტსმენმა ფინალში რუსეთის წარმომადგენელ ვიტალი კაბალოევს 3:2 სძლია. იქამდე მან სომეხი ნორაირ აკოფიანი, ბულგარელი ნედიალკო პეტროვი , ყირგიზი ბალბაი დორდოკოვი დაამარცხა და ოქროს მედალი მოიპოვა. ხობის კულტურის სახლის მცირე დარბაზში მოწყობილ დიდ ეკრანზე ნუგზარ წურწუმიას ჭიდაობას ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა ხობელ გულშემატკივრებთან ერთად მიადევნეს თვალი. ნუგზარ წურწუმია ცოტა ხნის წინ ბუდაპეშტში გამართულ მსოფლიო ჩემპიონზე ბრინჯაოს მედლის მფლობელი გახდა.მიმდინარე წლის ივნისში კი ევროპის ჩემპიონის ტიტულიც მოიპოვა. პირველი ფინალური დღის შემდეგ გუნდურ ჩათვლაში საქართველოს ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეთა ნაკრები 58 ქულით პირველ ადგილზეა.

მსგავსი სტატიები