სიახლე 

ლექცია-სემინარები ფოთის საჭადრაკო სკოლაში 14 11 18

ფოთის ნანა ალექსანდრიას სახელობის საჭადრაკო კლუბის მოსწავლეთათვის, ჭადრაკის მოყვარულთათვის და მოსწავლეთა მშობლებისათვის ლექცია-სემინარები გამართა საერთაშორისო დიდოსტატმა, საქართველოს ექს-ჩემპიონმა მამაკაცთა შორის, ფიდეს მწვრთნელმა, მრავალი საჭადრაკო წიგნის ავტორმა, ლაშა ჯანჯღავამ. შეხვედრაზე საუბარი შეეხო ჭადრაკის მნიშვნელობას, ბავშვების განვითარების კუთხით, ასევე საწვრთნელ-სასწავლო პროცესის სხვადასხვა საკითხებს, მეთოდოლიგიას და მოჭადრაკეების პროფესიონალად ჩამოყალიბებისათვის აუცილებელ კომპონენტებს. ლექციას 100-მდე მსურველი ესწრებოდა

მსგავსი სტატიები