სიახლე 

დასავლეთ საქართველოში 18 ნოემბრამდე წვიმიანი ამინდი იქნება 15 11 18

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს, ჰიდროგრაფიული სამსახურის, სინოპტიკური სამმართველოს ინფორმაციით 16 ნოემბრიდან 18 ნოემბრის ჩათვლით დასავლეთ საქართველოში, მათ შორის ფოთი-ყულევის სანაპირო ზოლზე წვიმიანი ამინდი შენარჩუნდება 16 ნოემბერს დღის მანძილზე ცვალებადი ქარი იქროლებს 5-10 მ/წმ სიჩქარით. ღამით დასავლეთის ქარი 8-13 მ/წმ სიჩქარით, ღამის მეორე ნახევარში დაქროლვა 18-20 მ/წმ იქნება. ზღვის ღელვა დღის მანძილზე 4-5 ბალი დაფიქსირდება, ღამით კი 3-4 ბალი. მოსალოდნელია ცვალებადი მოღრუბლულობა და ხანმოკლე წვიმა. ღამით კი მოღრუბლული, დროგამოშვებით წვიმა. ჰაერის ტემპერატურა დღისით: +12 ° 14 °; ღამით: +8° 10 °. დაფიქსირდება 17 ნოემბერს დასავლეთი, სამხრეთ-დასავლეთის ქარი იქროლებს 8-13 მ/წმ, ღამით ცვალებადი ქარი იქნება 6-11 მ/წმ სიჩქარით. დღისით ზღვის ღელვა 4-5 ბალი , ღამით 3-4 ბალი დაფიქსირდება დღისით მოსალოდნელი მოღრუბლული ამინდი, დროგამოშვებით წვიმა. ღამით კი ხანმოკლე წვიმა. ჰაერის ტემპერატურა დღისით: 11 ° 13 °; ღამით: 9 ° 11 °. წყლის: 16° 18 ° იქნება 18 ნოემბერს ცვალებადი ქარი იქროლებს 5-10 მ/წმ სიჩქარით, ღამით აღმოსავლეთის ქარი 10-15 მ/წმ სიჩქარით, ზღვის ღელვა დღის განმავლობაში 3-4/ 3 ბალი ღამით 2-3 ბალი იქნება დღე ღამის განმავლიბაშინ დაფიქსირდება ცვალებადი მოღრუბლულობა, უნალექოდ. ჰაერის ტემპერატურა კი დღისით: 13 ° 15 °; ღამით: 9 ° 11 °.

მსგავსი სტატიები