აზიური ფაროსანას წინააღმდეგ გატარებული ღონისძიებების შეჯამება 15 11 18
აზიური ფაროსანას წინააღმდეგ, წელს, ღონისძიებების კოორდინირებულად და ეფექტიანად ჩატარებისთვის დასავლეთ საქართველოში, აბაშისა და აჭარის მუნიციპალიტეტში მავნებელთან ბრძოლის საკოორდინაციო შტაბი ამოქმედდა, სადაც შეიქმნა მონაცემების ელექტრონული ბაზა, მონიტორინგის შედეგები აისახა ინტერაქტიულ რუკაზე და ანალიზის შედეგად, მუნიციპალიტეტების მიხედვით, დაიგეგმა ღონისძიებები. სახელმწიფოს მიერ მობილიზდა 150 ერთეული მაღალი გამავლობის სპეციალიზებული ტექნიკა. აღნიშნული რესურსი გასულ წელთან შედარებით გაათმაგებულია.