ფოთს იუსიტიციის მინისტრი თეა წულუკიანი სტუმრობდა 16 11 18
ფოთში საქართველოს იუსიტიციის მინისტრი თეა წულუკიანი იმყოფებოდა. იგი ადგილობრივ მოსახლეობას კულტურის სახლში შეხვდა. მინისტრმა შეხვედრაზე იუსტიციის სფეროში განხორციელებულ და მიმდინარე პროექტებზე ისაუბრა. მან ასევე ქვეყანაში არსებული მდგომარეობა მიმოიხილა და შეკრებილ საზოგადოებას მთავრობის მიერ მხარდაჭერილი კანდიდატის არჩევა სთხოვა. შეკრებილ საზოგადოებას სამეგრელოს გუბერნატორმა ალექსანდრე მოწერელიამ, ფოთის მაჟორიტარმა დეპუტატმა ირაკლი ხახუბიამ, ასევე ფოთის მერმა, გოჩა კურდღელიამაც მიმართეს და არჩევნებში გამარჯვების იმედი გამოთქვეს.