ფოთში მინი ფეხბურთის სასკოლო ტურნირი ჩატარდა 16 11 18
დღეს აღმაშენებლის ქუჩაზე მდებარე, მინი ფეხბურთის მოედანზე, ფიზიკა-მათემატიკის სკოლის, ფეხბურთის შიდა სასკოლო ოლიმპიადის ფინალური შეხვედრა გაიმართა. ფინალში ერთმანეთს, მეექვსე და მეშვიდე კლასის გუნდები დაუპირისპირდნენ. მატჩი მეექვსე კლასელების გამარჯვებით, ანგარიშით 2:1 დასრულდა. ოლიმპიადაზე საუკეთესო ფეხბურთელი, მეკარე და ბომბარდირი გამოვლინდა, ისინი დიპლომებით დააჯილდოვეს, ხოლო გამარჯვებული გუნდის ყველა მოთამაშეს სიგელები გადასცეს. ფიზიკა მათემატიკის სკოლის დირექციისა და სპორტის მასწავლებლების ხელმძღვანელობითა და ორგანიზებით ჩატარებული ოლიმპიადა ორი კვირის მანძილზე მიმდინარეობდა და მასში სკოლის 8 გუნდი იღებდა მონაწილეობას.