სპექტაკლ ,,ფიროსმანი”-ს პრემიერა ფოთის მუზეუმში გაიმართა 23 11 18
ფოთში თოჯინური სპექტაკლი „ფიროსმანის“ პრემიერა შედგა ფოთის ვალერიან გუნიას სახელობის სახელმწიფო პროფესიულმა თეატრმა თოჯინური სპექტაკლის პრემიერა კოლხური კულტურის მუზეუმში გამართა. ,,ფიროსმანი“ ასე ჰქვია სპექტაკლს, რომელიც ბათუმის ხელოვნების სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის კურსდამთავრებულებმა მაყურებელს წარუდგინეს. ერთმოქმედებიანი სპექტაკლის რეჟისორი ელენე მაცხონაშვილია, თოჯინების მხატვარი – ვახო ქორიძე, ხოლო სცენოგრაფია გურამ მაცხონაშვილს ეკუთვნის. როგორც სპექტაკლის რეჟისორმა, ელენე მაცხონაშვილმა აღნიშნა, თოჯინური დადგმა შემეცნებითი ხასიათის არის, მისივე თქმით, ახალგაზრდა მსახიობები შეეცადნენ, ფიროსმანის ცხოვრებასა და შემოქმედებაზე თოჯინების საშუალებით კიდევ ერთი ახალი მითი გაეცოცხლებიათ. თეატრის შენობის ავარიული მდგომარეობის გამო, ხელმძღვანელობამ გადაწყვიტა, სპექტაკლის სხვა სივრცეში ჩატარება. პროექტი განათლების, მეცნიერების, კულტურის და სპორტის სამსახურის მხარდაჭერით ხორციელდება. კოლხური კულტურის მუზეუმში საპრემიერო ჩვენება 24 ნოემბერსაც გაიმართება. სპექტაკლი „ფიროსმანი“ მხატვრის გარდაცვალებიდან 100 წლის თარიღს მიეძღვნება.