საცხენოსნო ტურნირი ფოთში 23 11 18
ფოთის იპოდრომზე, საცხენოსნო შეჯიბრი ორ სახეობაში, კონკურში და დოღში გაიმართა. სადაც ათი ქალაქიდან ჩამოსული საუკეთესო მხედრები იღებდნენ მონაწილეობას. სპორტსმენებმა, შერეულსისხლიანი ჯიშის და სუფთა სისხლის ცხენებით იასპარეზეს. კონკურში პირველი ადგილი გიორგი კვარაცხელიამ(ფოთი) დაიკავა, მეორე ადგილი _ ნატალია მაშკოვამ( ბათუმი), მესამე ადგილი _ ნიკა ვეშაპიძემ (ფოთი). დოღში პირველი ადგილი_ ნიკა ვეშაპიძეს(ფოთი) ერგო, მეორე ადგილი_ დავით შეროზიას( ხობი), მესამე ადგილი _ ზაურ ტოტიკოვს(ფოთი). შჯიბრს ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები და ფოთის მაჟორიტარი დეპუტატი ირაკლი ხახუბია ესწრებოდნენ.ასპარეზში გამარჯვებულები თასებით, მედლებითა და სიგელებით დაჯილდოვდნენ. შეჯიბრი, ფოთის მუნიციპალიტეტის მერიის ხელმძღვანელობით და საცხენოსნო სასპორტო სკოლის ორგანიზებით, ნიკო ნიკოლაძის დაბადებიდან 175 წლის იუბილესადმი მიძღვნილი, ღონისძიების ფარგლებში ჩატარდა.