სიახლე 

ფოთში გიორგობა აღნიშნეს 23 11 18

23 ნოემბერს საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია გიორგობის ბრწყინვალე დრესასწაულს აღნიშნავს. დღესასწაულთან დაკავშირებით ფოთის აღდგომის სახელობის საკათედრო ტაძარში წირვა-ლოცვა აღევლინა. წმინდა გიორგი, მესამე საუკუნის მეორე ნახევარში, კაბადოკიაში, მდიდარ ქრისტიანულ ოჯახში დაიბადა. ის, იმპერატორ დიოკლიტიანეს მმართველობის დროს, რომის ლაშქარში მსახურობდა, მოგვიანებით კი მისი პირადი მცველი და მხედართმთავარი გახდა. მას შემდეგ, რაც კერპთაყვანისმცემლებმა ქრისტიანებზე დევნა დაიწყეს, იმპერატორმა წმინდანს ქრისტეს უარყოფა მოსთხოვა, მხედართმთავარი კი მათ განუდგა. ამის შემდგომ, დიოკლიტიანეს ბრძანებით წმინდა გიორგი ურმის თვალზე დააკრეს და აწამეს. 303 წელს წმ. გიოგრის თავი მოჰკვეთეს. ის მართლმადიდებელი ეკლესიის ისტორიაში შევიდა, როგორც ძლევაშემოსილი და უძლეველი ზეციური მხედარი. საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია გიორგობას წელიწადში ორჯერ აღნიშნავს: 6 მაისს – წმინდანის აღსრულების დღეს და 23 ნოემბერს – მისი ბორბალზე წამების დღეს.

მსგავსი სტატიები