სიახლე 

თანადგომის სახლში გიორგობა აღნიშნეს 23 11 18

თანადგომის სახლში გიორგობა აღნიშნეს დღეს, გიორგობის დღესასწაულთან დაკავშირებით, ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის სოციალური და სამედიცინო რეაბილიტაციის ცენტრში საზეიმო განწყობა იყო. თანადგომის სახლში მყოფი, 250 შეჭირვებულისთვის, სახელოვნებო ცენტრის მოსწავლეებმა სადღესასწაულო კონცერტი გამართეს, რის შემდეგაც ფოთის მუნიციპალიტეტის მერიის წარმომადგენლებმა სოციალურად დაუცველ ადამიანებს საჩუქრები და ტკბილეულობა გადასცეს. ღონისძიებაზე გიორგი ფარეშაშვილი სიტყვით გამოვიდა და იქ მყოფ ადამიანებს დღესასწაული მიულოცა. მისივე თქმით, ქალაქის ხელმძღვანელობამ გადაწყვიტა, დღევანდელი დღე განსაკუთრებულად გამორჩეული ყოფილიყო იმ ხალხისთვის, რომლებიც თანადგომის სახლის ხშირი სტუმრები არიან. 29 დეკემბერს კი, უკვე განახლებულ და რეაბილიტირებულ თანადგომის სახლში საახალწლო ნაძვის ხის გახსნის ცერემონია დააანონსა. სოციალურად დაუცველებმა როგორც აღნიშნეს, ამ მასშტაბის სადღესასწაულო ღონისძიება მათთვის ჯერ არავის მოუწყვია. ღონისძიებას მერიისა და კულტურის სამსახურის წარმომადგენლები ესწრებოდნენ. ცერემონია სადღესასწაულო ტორტის გაჭრით დასრულდა.

მსგავსი სტატიები