სიახლე 

არჩევნების საბოლოო შედეგები ფოთში 30 11 18

ფოთში.70-ე საოლქო საარჩევნო კომისიის წინასწარი მონაცემებით, საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში, გაერთიანებული ოპოზიციის კანდიდატმა, გრიგოლ ვაშაძემ ხმების 40,38% მიიღო, ის შედეგები, მმართველი გუნდის მხარდაჭერილმა კანდიდატმა, სალომე ზურაბიშვილმა 59,62%. სალომე როდონაიას თქმით, არჩევნების საბოლოო შედეგები, საოლქოში საჩივრების განხილვის შემდეგ დაიდება. შეგახსენებთ, რომ საპრეზიდენტო არჩევნების პირველ ტურში, გრიგოლ ვაშაძემ სალომე ზურაბიშვილს 972 ხმით მოუგო, ამჯერად არსებული 32 უბნიდან, უპირატესობა მხოლოდ ხუთ უბანზე მოიპოვა და 4 167 ხმით დამარცხდა.

მსგავსი სტატიები