სიახლე 

ფოთში ძლიერი ქარის შედეგად მიყენებულმა ზარალმა მილიონ ლარს მიაღწია 30 11 18

ფოთში სტიქიის შედეგად მიყენებულმა ზარალმა მილიონ ლარს მიაღწია. ამის შესახებ ფოთის ვიცე-მერმა კოტე თოფურიამ განაცხადა და დასძინა, რომ ეს პირველადი მონაცემებია, სპეციალური კომისია კი ზარალის დათვლას აგრძელებს. ძლიერმა ქარმა საცხოვრებელ კორპუსებს, კერძო სახლებსა და ადმინისტრაციულ შენობებს სახურავი გადახადა. წაქცეულია ხეები, დამტვრეულია მანქანები და დაზიანებულია ელექტროსადენები. მისივე ინფორმაციით, სტიქიით დაზარალებულ მოსახლეობასთან მერიის შესაბამისი სამსახურები მუშაობენ. როგორც ვიცე მერმა აღნიშნა, მათ სახლების გადასახური მასალა უკვე დაურიგდათ. წინასწარი ინფორმაციით, ფოთში 94 კერძო სახლი და მუნიციპალურ ბალანსზე არსებული 40 ობიექტია დაზიანებული.

მსგავსი სტატიები