ფოთში 7 დეკემბრამდე მოღრუბული ამინდი შენარჩუნდება 3 12 18
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს, ჰიდროგრაფილული სამსახურის, სინოპტიკური სამმართველოს ინფორმაციით 4 დეკემბრიდან 7 დეკემბრის ჩათვლით ფოთისა და ყულევის სანაპირო ზოლზე, მოღრუბლული ამინდი, ზოგან წვიმა დაფიქსირდება. დღისით აღმოსავლეთის ქარი იქროლებს 8-13 მ/წმ სიჩქარით, ღამით 7-12მ/წმ სიჩქარით. ზღვის ღელვა 2 ბალი იქნება. დღის მანძილზე ცვალებადი მოღრუბლულობა, უნალექოდ დაფიქსირდება. ჰაერის ტემპერატურა კი დღისით: +15 ° + 17 °; ღამით:+11 ° + 13 °. 5 დეკემბერს, დღე-ღმის განმავლობაში აღმოსავლეთის ქარი იქროლებს 6-11 მ/წმ სიჩქარით. ზღვის ღელვა დღისით 2-3 ბალი იქნება, ღამით კი 3-4 ბალი ცვალებადი მოღრუბლულობა,ღამით მოღრუბლული ამინდი დაფიქსირდება. ასევე მოსალოდნელია დროგამოშვებით წვიმა. ჰაერის ტემპერატურა დღისით: 15 ° 17 °; ღამით: 10° 12 °დაფიქსირდება. 06 დეკემბერს, სამხრეთ-დასავლეთის ქარი იქროლებს 5-10 მ/წმ, სიჩქარით. ღამით კი ჩრდილო-დასავლეთის ქარი 7-12 მ/წმ. ზღვის ღელვა 3-4 ბალი იქნება. დღის მანძილზე ცვალებადი მოღრუბლულობა, უნალექოდ დაფიქსირდება. ღამით კი მოღრუბლული, ხანმოკლე წვიმიანი ამინდი იქნება. ჰაერის ტემპერატურა დღისით: 14 ° 16 °; ღამით: 10° 12 °. გრადუსია ნავარაუდევი.