სიახლე 

ფოთის კოლხეთმა ეროვნული ლიგა დატოვა 4 12 18

დღეს, პარკი არენაზე ეროვნული საფეხბურთო ჩემპიონატის 35-ე ტურის საფეხბურთო მატჩი გაიმართა. ფოთის “კოლხეთი 1913-მა” თბილისის “დინამოს” უმასპინძლა. შეხვედრა დინამოს გამარჯვებით ანგარიშით 2:0 დასრულდა. ამ მოგებით, თბილისის „დინამო“ საქართველოს ჩემპიონატის ვერცხლის პრიზიორი გახდა. რაც შეეხება ფოთის „კოლხეთს“, უმაღლესი ლიგის გარეშე დარჩა. ის მომავალი სეზონიდან „ეროვნულ ლიგა 2-ში“ იასპარეზებს. „სეზონი უარყოფითი შედეგით დასრულდა, თამაში უიღბლო აღმოჩნდა ჩვენთვის, რის შედეგადაც დავტოვეთ უმაღლესი ლიგა. ჩვენს ფეხბურთელებს თამაშის განწყობა არ ჰქონდათ. როცა უმაღლეს ლიგაში გადასვლის შანსი გვქონდა, მაშინ ბიჭები იბრძოდნენ. მიუხედავად ამისა მათ მადლობას ვეუბნები და დინამოს წარმატებებს ვუსურვებ“, _ განაცხადა კოლხეთის მწვრთნელმა მომავალ კალენდარულ თამაშს ფოთის „კოლხეთი“ქუთაისში გამართავს.

მსგავსი სტატიები