ფოთში გრიგოლ ესებუას მხარდასაჭერი ღონისძიება გაიმართა 26 11 18
ფოთის კულტურის სახლის დარბაზში, 10 წლის გრიგოლ ესებუას მხარდასაჭერი საქველმოქმედო საღამო გაიმართა. რომელიც ფოთელი სტუდენტების ქრისტინა კოხიასა და შაკო ლაშხიას, ორგანიზებით ჩატარდა. კონცერტზე ახალგაზრდა შემსრულებლებმა მსმენელის წინაშე ყველასათვის ნაცნობი სიმღერები და მუსიკალური ნაწარმოებები შეასრულეს.
ერთ-ერთი ორგანიზატორის, ია როგავას თქმით მომღერლები, პიანისტები, მელექსეები, სრულიად უანგაროდ დაუდგნენ გვერდში პატარა გრიგოლს.
რამდენიმე დღის წინ, სოციალურ ქსელში პატარა ბიჭის, გრიგოლ ესებუას წერილი გავრცელდა, სადაც წერდა, რომ მის ოჯახს ერთ- ერთი ბანკის ვალი აქვს, რომელსაც ხელფასის სიმცირის გამო ვერ იხდიან. რის გამოც ბანკი სახლიდან გაძევებით ემუქრებათ. ამ წერილს, გრიგოლის დასახმარებლად საზოგადოების დიდი ნაწილი გამოეხმაურა.