ფოთში სამშენებლო კომპანიების ხემძღვანელებთან შეხვედრა გაიმართა 6 12 18
ფოთში, მერის მოადგილეებმა, მამუკა პაპასკირმა და კონსტანტინე თოფურიამ სამშენებლო კომპანიებთან შეხვეედრა გამართეს, სადაც სტიქიის შემდეგ, გაწეული სალიკვიდაციო სამუშაოების შესახებ ანგარიში მოისმინეს.
როგორც მერიის წარმომადგენლებმა აღნიშნეს ფოთში, 30 ნოემბერს, სტიქიის შედეგად დაზიანებული, მრავალ სართულიანი საცხოვრებელი სახლებისა და სახელმწიფო ობიექტების აღდგენითი პროცესი აქტიურად მიმდინარეობს, რომელშიც ადგილობრივი კომპანიები არიან ჩართულნი. ფოთში, 30 ნოემბრს ძლიერი ქარის შედეგად მიყენებულმა ზარალმა 3 მილიონ ლარს მიაღწია.