ფოთის საკრებულოს მე5 მოწვევის სხდომა
ფოთში შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთათვის ავტოსატრანსპორტო საშუალებათა პარკირების ადგილები განისაზღვრება. ეს გადაწყვეტილება დღეს საკრებულოს სხდომაზე მიიღეს. დადგენილების მიხედვით შშმ პირებზე საცნობი ნიშნის გაცემა მხოლოდ მერს ან მერის მიერ უფლებამოსილ პირს შეუძლია. ხოლო ამ ნიშნის განთავსება ნებისმიერ სატრანსპორტო საშუალებაზე იქნება შესაძლებელი.