ფოთის მერი გოჩა კურდღელია თევზის გადამამუშავებელი საწარმოების ხელმძღვანელებს შეხვდა
ქალაქ ფოთის მერი გოჩა კურდღელია თევზის გადამამუშავებელი საწარმოების შპს „აისბერგ-2“-ის, შპს “შავი ზღვის პროდუქტები“-სა და შპს „მადაის“ ხელმძღვანელებს შეხვდა. საუბარი ქარხნების სამუშაო და პროდუქციის ტრანსპორტირების პროცესში ტექნიკური ნორმებისა და სტანდარტების დაცვას შეეხო.
ქალაქის მერი მზადაა ერთობლივი ღონისძიებების გასატარებლად ,რათა დაჩქარდეს პრობლემის მოგვარება . შეხვედრაზე განიხილეს ყველა ფაქტორი, რაც ხელს უშლის თევზის გემებიდან დროულად გადმოტვირთვას, ქარხნებამდე ტრანსპორტირებას და მის დამუშავებას.