სიახლე 

ავტოსაგზაო შემთხვევა ფოთში. 18 დეკემბერი, 2017

ფოთში, აკაკისა და ნინოშვილის ქუჩების კვეთაზე , ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. ერთმანეთს ორი მსუბუქი ავტომანქანა დაეჯახა,შედეგად ერთ-ერთი მანქანის მგზავრი ქალბატონი დაშავდა,ის სასწრაფო დახმარების მანქანამ ფოთის ცენტრალურ საავადმყოფოში გადაიყვანა. საავადმყოფოს დირექტორის თეა მიგინეიშვილის განცხადებით, დაზიანებული ქალის მდგომარეობა საშუალო სიმძიმისაა: „46 წლის ქალბატონი რეანიმაციულ განყოფილებაშია მოთავებული,უტარდება ყველა საჭირო კვლევა და მკურნალობა.პაციენტის მდგომარეობა საშუალო სიმძიმისაა,საჭიროებს დინამიურ დაკვირვებას”.ადგილზე მობილიზებული იყო საპატრულო პოლიცია

მსგავსი სტატიები