ბლიც ტურნირი ფოთის საჭადრაკო კლუბში Ana Jaxaia
ფოთის საჭადრაკო კლუბში, ფოთელი მოჭადრაკის, სპორტის ოსტატობის კანდიდატის, ფარვიზ ჩაჩიბაიას ხსოვნისადმი მიძღვნილი საჭადრაკო ბლიც ტურნირი გაიმართა. რომელშიცფოთის,სენაკის,ხობის და მარტვილის 30-მდე მჭადრაკე მონაწილეობდა. ბლიც ტურნირში პირველი ადგილი გიორგი გამზარდიამ დაიკავა,მეორე ადგილი _ დათო კოდუამ, ხოლო მესამე ადგილი _ გოჩა ჩაჩუამ. ათ წლამდე მოჭადრაკეთა შორის საუკეთესო იყო კახაბერ კიზირია,ვეტერან მჭადრაკეთა შორის კი სენაკელი ზურაბ ლიფონავა.

